ხელისუფლება საქართველოდან შენგენის ზონაში გასვლაზე შეზღუდვებს აწესებს. დოკუმენტის მიხედვით, ქართველ მესაზღვრეს უფლება ექნება, მოქალაქე ევროკავშირის ზონაში არ შეუშვას. კანონით განისაზღვრება იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც მგზავრს საზღვრის კვეთის დროს თან უნდა ჰქონდეს, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაციაში მესაზღვრე ხარვეზს იპოვის, მოქალაქეს ქვეყნის დატოვების უფლებას არ მისცემს. ოპოზიციაში შიშობენ, რომ კანონს მმართველ პარტია პოლიტიკური ნიშნით გამოიყენებს.
ამ ინიციატივისა გარდა, პარლამენტის კანცელარიაში უკვე დარეგისტრირდა უმრავლესობის 8 დეპუტატის ხელმოწერით მეორე საკანონმდებლო ინიციატივაც. პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ახალი სპეციალური მუხლი ემატება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეს 3-დან 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუ ის მოქალაქეს უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაიყვანს ან უცხო ქვეყნაში უკანონოდ ყოფნისას დახმარებას გაუწევს. ”ევროპულ საქართველოში” ფიქრობენ, რომ ამ კანონპროექტის მიღების შემდეგ, ათასობით უდანაშაულო მოქალაქეს კრიმინალად გამოაცხადებს.
კანონპროექტი საფრთხის შემცველია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც. ”სამართლიანი არჩევნების” თავმჯდომარის განცხადებით, ეს შესაძლოა ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ინსტრუმენტად იქცეს.
ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის პრეტენზიებს პასუხობენ მმართველ გუნდში. როგორც ინიციატივის ერთ-ერთი თანაავტორი ამბობს, კანონპროექტის შექმნის მოტივაცია ვიზალიბერალიზაციის პროცესს უკავშირდება.
პარლამენტში საკომიტეტო განხილვები უახლოეს პერიოდში დაიწყება. მმართველი გუნდის კანონპროექტს ბიუროს სხდომა უკვე დარეგისტრირდა.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი