სომხეთში მიმდინარე პროცესებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი ყურადღებით აკვირდება სომხეთში მიმდინარე პროცესებს.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთსა და სომხეთს ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები და მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს.
რუსეთის საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნას გამოავლენენ.