20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
ივანიშვილის დაბრუნება საქართველოში პოლიტიკურ პროცესს გააჯანსაღებს - თალაკვაძე 

მმართველი გუნდი მხარს უჭერს გადაწყვეტილებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს. როგორც არჩილ თალაკვაძე აცხადებს, გიორგი კვირიკაშვილი კონსულტაციებს ბიძინა ივანიშვილთან გარკევული პერიოდის განმავლობაში მართავდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობა კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პარტიის საქმიანობას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მთიანად ამ გადაწყვეტილებას.  რომელსაც პოლიტ საბჭოს სხდომის მერე, წარვადგენთ უკვე პარტიის ყრილობაზე და მე მოველი, რომ პარტიის ყრილობა სრული მხარდაჭერით ამ გადაწყვეტილებას დაამტკიცებს. ეს იყო ბატონი  გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, მან რამდენიმე კონსულტაცია გამართა ბიძინა ივანიშვილთან ამასთან დაკავშირებით. მან, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით პარტია გახდება კიდევ უფრო ეფექტური და ეს საერთო ჯამში გააჯანსაღებს იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.   

ამავე თემაზე
დღის ამბები