20 ნოემბერი 2024,   09:35
ვრცლად
"ყველაფერი ისე რჩება, როგორც არის, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი - საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილი პარტიას ჩაუდგება სათავეში" - კობახიძე 

"ბატონი ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში,“- ეს განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ირაკლი კობახიძე პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის წარდგენას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

კობახიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

„ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობდით, მათ შორის პარტიულ კონფერენციებზე, რომ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პოლიტიკური პარტია - „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, საჭიროა ჩვენი პარტია საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება როგორც თავმჯდომარე ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში. ეს გადაწყვეტილება არავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო გადაწყვეტილებებზე, ყველაფერი ისე რჩება, როგორც არის, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერი და ა.შ. საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილი პარტიას ჩაუდგება სათავეში და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთვება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები