მმართველი პარტია პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში ცვლილებებს ელის. როგორც ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას, პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს.
დეპუტატის თქმით, ამ ეტაპზე ცვლილებები არ იგეგმება სამთავრობო გუნდში.
„ცვლილებები იქნება პოლიტსაბჭოში. ამას შემდეგ გადაწყვეტს პარტიის ახალი ხელმძღვანელობა ანუ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სავარაუდოდ აუცილებლად იქნება არჩეული პარტიის თავმჯდომარედ. როდესაც ბიძინა ივანიშვილი მიდიოდა პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან, ეს არ იყო ნამდვილად პარტიის სურვილი და პირველივე დღიდან თავად გიორგი კვირიკაშვილი სთავაზობდა ბატონ ბიძინას , რომ იგი დაბრუნებულიყო პარტიის თავმჯდომარედ და მან ეს გადაწყვეტილება მიიღო , რომ დათანხმდა ჩვენს წინადადებას. გარწმუნებთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე არანაირი სერიოზული ცვლილება მთავრობაში არ იგეგმება,“-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.