20 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
პარტიის თავმჯდომარეს ექნება უფრო მეტი უფლებამოსილება, ვიდრე პრემიერ-მინისტრს - თამარ კეკენაძე ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე 

„არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით რაიმე პოზიტიურად შეიცვლება ქვეყანაში და ჩვენ დავინახავთ ინსტიტუციების განვითარებას,“ - ასე აფასებს „თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას.

კეკენაძის თქმით, ივანიშვილის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში დაბრუნება სახელმწიფო ინსტიტუციებს დააკნინებს.

„ჩვენ ახლა უკვე გვაქვს რეალობა, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ექნება უფრო მეტი უფლებამოსილება, ვიდრე პრემიერ-მინისტრს, უფრო მეტი  უფლებამოსილება, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს და ნებისმიერ ინსტიტუციას. რა თქმა უნდა, სამართლებრივი სახელმწიფო ასე არ ვითარდება, ეს არის მისი მხრიდან იმის მცდელობა, რომ გარკვეულწილად უფრო გაიმყაროს პოზიციები ქვეყანაში,“ - განაცხადა კეკენაძემ.

პრემიერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობა ბიძინა ივანიშვილს მან შესთავაზა. დღეს ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ სხდომას დაესწრო.

ამავე თემაზე
დღის ამბები