20 ნოემბერი 2024,   09:31
ვრცლად
შეზღუდვები საქართველოდან შენგენის ზონაში გასვლაზე - კვაჭანტირაძემ საკანონმდებლო ინიციატივაზე ხელმოწერის გაუქმება გადაიფიქრა 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად კვაჭანტირაძე საკუთარი ხელმოწერის გამოწვევის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ცვლის.

დეპუტატმა, შენგენის ზონაში შესვლის შესახებ ახალ რეგულაციებს ჯერ ხელი მოაწერა, შემდეგ კი პარლამენტის კანცელარიას ხელმოწერის გაბათილების მოთხოვნით მიმართა. დღეს ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, რომ ხელმოწერის გაუქმება გადაიფიქრა და ბიუროზე უკვე დარეგისტრირებულ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერას ძალაში ტოვებს.

საპარლამენტო უმრავლესობა ახალი რეგულაციების შემოღებას ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას უკავშირებს.

„მე აღარ გამოვიწვევ ჩემს ხელმოწერას უკან. მით უმეტეს აღმოჩნდა, რომ რეგლამენტი ამას არც ითვალისწინებს.ასე, რომ გავაგრძელებ ამ კანონპროექტზე მუშაობას იმისთვის, რომ იგი იყოს აბსოლუტურად დახვეწილი და შეესაბამებოდეს ადმიანის უფლებებს უპირველესად და მათშორის ადამიანის უფლებებს ემიგრაციაზე,"-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები