20 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
"ივანიშვილის დაბრუნება ძალიან გამიხარდა და თავის დროზე როცა წავიდა, მაშინაც არ ვიყავი ბედნიერი"-სოზარ სუბარი

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას მინისტრთა კაბინეტის წევრები პოზიტიურად აფასებენ.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პარტიაში ახალი იდეების გენერირებას შეუწყობს ხელს.

„ივანიშვილის დაბრუნება მე ძალიან გამიხარდა, პირადად და თავის დროზე როცა წავიდა, მაშინაც არ ვიყავი ამ ფაქტით ბედნიერი. რაც შეეხება ამ ცვლილებებს, ცხადია არაფერი სხვა ცვლილება არ იგეგმება, თუმცა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში და დაბრუნება პარტიის თავმჯდომარედ ბუნებრივია, რომ ძალიან შეუწყობს ხელს კონსოლიდაციის და პარტიის განახლების პროცესს. მისი ავტორიტეტი როგორც პარტიაში, ისე ქვეყანაში ზოგადად არის ძალიან მაღალი,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.  

დღის ამბები