„ევროპული საქართველოს“ ლიდერები ვანისა და ხონის ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შემაჯამებელ შეხვედრებს მართავენ. ხონში გამართულ შეხვედრაზე გიგი უგულავამ ამომრჩეველს BCG-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო და მოსახლეობას არჩევნებზე მისვლის და საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდა.
ადგილობრივებს სიტყვით პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და გიგა ბოკერიამაც მიმართეს.
„ვანი და ხონი, 28 აპრილს, „ქართულ ოცნებას" ანახებს წითელ ბარათს და ეტყვის კმარას, ეტყვის კმარას უიმედობას, უპატრონობას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დათესა და ჩვენ შევეცდებით, არ დავკარგოთ ეს ორი წელიწადი, სანამ ქართული ოცნება ისევ ხელისუფლებაშია, შემოვაბრუნოთ სიტუაცია და შვება ნახოს თითოეულმა აქაურმა მაცხოვრებელმა ადამიანმა,“ - გიგი უგულავამ.