20 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
„პოლიტიკაში ჩემს დაბრუნებას მეორედ მოსვლას ვადარებ“ - ბიძინა ივანიშვილის განცხადებები არქივიდან

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განმარტებების გაკეთება დღეს არ ისურვა, თუმცა ადრევე ის ასახელებდა იმ წინაპირობებს, რომლებიც შეიძლება გამხდარიყო მისი დაბრუნების მიზეზი. არქივში ყოფილი პრემიერის არაერთი განცხადება ინახება.  

ივანიშვილი საკუთარ თავს „სათადარიგო მოთამაშეს“ უწოდებდა. ექსპრემიერი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მუდმივად იმეორებდა, რომ მისი უკან დაბრუნება მეორედ მოსვლის ტოლფასი იქნებოდა. ივანიშვილის თქმით, ის პოლიტიკაში მხოლოდ მაშინ დაბრუნდებოდა, თუ ხელისუფლება ხალხს აღარ მოუსმენდა, მოახდენდა ხელისუფლების უზურპაციას, ან მისივე შეფასებით, დაიწყებდა სააკაშვილის მსგავსი მეთოდებით ხალხზე ძალადობას.

„პოლიტიკაში ჩემს დაბრუნებას მეორედ მოსვლას ვადარებ,"- აცხადებდა ივანიშვილი. 

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკა, ოფიციალურად, 2013 წლის ნოემბერში დატოვა. ბოლო პერიოდში ექსპრემიერის მხოლოდ რამდენიმე საჯარო აქტივობა განხორციელდა, მათ შორის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური კამპანია.

ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ არაერთხელ გაჟღერდა განცხადება მისი არაფორმალური მმართველობის შესახებ. ექსპრემიერი თავადვე აღიარებდა, რომ ყველა სახელისუფლებო ინსტიტუტი ქვეყანაში სწორედ მის გადაწყვეტილებებს ემორჩილებოდა.

 

დღის ამბები