20 ნოემბერი 2024,   09:41
ვრცლად
ნატოს შტაბბინა დღეს მინისტერიალს უმასპინძლებს

ნატოს შტაბბინა ბრიუსელში დღეს, მინისტერიალს უმასპინძლებს. ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის ყირიმის ანექსია, კიბერთავდასხმები, დეზინფორმაცია, არჩევნებში ჩარევა და სირიის რეჟიმის მხარდაჭერა იქნება.

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთის ყველა საშიშ ნაბიჯს ალიანსმა სათანადოდ უპასუხა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა ნატო რუსეთთან დიალოგისთვის კვლავ მზადაა.

შეხვედრაზე ნატოს ღია კარის პოლიტიკის განხილვაც მოხდება. საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ალიანსის წევრობის გზაზე საქართველოს, ბოსნიისაა და ჰერცოგოვინის, მაკედონიის რესპუბლიკის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრებენ.

დღის ამბები