20 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
რთულად აღსაზრდელთა კლასში მასწავლებელი დაბრუნდა - ექსპერტები პოლიტიკაში ივანიშვილის მეორედ მოსვლას აფასებენ

მასწავლებლის გარეშე დატოვებულ კლასში დამრიგებელი დაბრუნდა - ასეთია ექსპერტების ნაწილის შეფასება ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ანალიტიკოსთა აზრით, ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში გამოჩენით "ქართულ ოცნებაში" არსებული სერიოზული კრიზისი დასტურდება.

„სკოლის მასწავლებელმა დატოვა კლასი, მაშინ როდესაც ბავშვები რთულად აღსაზრდელები არიან და კლასში არიან ჩარჩენილები, გასაგებია მაშინ კლასში რაც ხდება, ვიღაც სკამის ფეხს იქნევს, ვიღაცა მერხზე ჩხაპნის და ამ სიტუაციაში მასწავლებელი ვალდებულია რომ დაბრუნდეს და ის დაბრუნდა,“-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყანა სისტემურ რეფორმას საჭიროებს და ყოფილმა პრემიერმა პარტიასა და ხელისუფლებაშიც ეს ცვლილებები უნდა განახორციელოს. მათივე ვარაუდით, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას არ მოისურვებს.

„ფაქტია, რომ „ოცნებაში“ კრიზისია, ფაქტია, რომ ივანიშვილს აღარ მოსწონს მთავრობა და ეს ყველაფერი ბუნებრივია სახიფათოა, მით უმეტეს საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მთავრობაში წმენდის ჩატარება მას უნდა, მაგრამ ეს სარისკოა არჩევნების წინ და ეს იქნება ძალიან საინტერესო რას იზამს. თუკი მთავრობაში წმენდაზე ახლა წავა, ეს ნიშნავს, რომ ძალიან უკმაყოფილოა მთავრობით,“-აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები