20 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
,,ქართული ოცნების" ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულა

,,ქართული ოცნების" ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრები დაასრულა.

გივი ჭიჭინაძე სოფლების - ძულუხი, სულორი და ზედა ვანის მოსახლეობას შეხვდა, ამომრჩეველთან ერთად წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა და განაცხადა, რომ თითოეული ამომრჩევლის ინტერესების დამცველად დარჩება.

დეპუტატობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ვანისა და ხონის მცხოვრებლებს მხარდაჭერისთვის და 28 აპრილს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„დღეს უკვე დავამთავრეთ ვანის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო მარათონი. ყველა შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა და მე ასე ვფიქრობ, რომ 2020 წლამდე სანამ მე ვიქნები პარლამენტის წევრი, არანაირი დიდი პრობლემა ინფრასტრუქტურული ამ რაიონს არ ექნება,“-განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.  

დღის ამბები