20 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
შუალედური არჩევნები ვანსა და ხონში - გიგი უგულავამ ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ვანის ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს. ადგილობრივებთან შეხვედრაზე გიგი უგულავამ ამომრჩეველს BCG-ის მიერ ვანსა და ხონში ჩატარებული წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგები გააცნო და მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და საკუთარი ხმების დაცვისკენ მოუწოდა.

„სრულიად ცალსახაა, რომ საზოგადოება აქ ჩამოყალიბებულია, რომ ივანიშვილმა მათ მოატყუა, რომ ივანიშვილმა მატ იმედები გაუცრუა. „ქართული ოცნება“ არ მუშაობს, „ქართული ოცნება“ არ აგვარებს პრობლემებს და პრობლემები აქ იმდენად ბევრი დაგროვდა, რომ მთავარი არის უპატრონობის განცდა. ეს უპატრონობის განცდა ისეა გამჯდარი, რომ ხალხს აღარაფრის სჯერა.

მნიშვნელობა ამ არჩევნების მარტო ხონისთვის და ვანისთვის არ არის,  ამით ხონელები და ვანელები მთელ საქართველოს გაუგზავნიან გზავნილს, რომ არჩევნებით შესაძლებელია ივანიშვილის რეჟიმის მოშორება“-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი უგულავამ.

ამომრჩევლებს სიტყვით პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და გიგა ბოკერიამაც მიმართეს.

დღის ამბები