"NTV +"-ისთვის ავტორიზაციის გაუქმებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ეხმაურებიან. ნიკა რურუას თქმით, მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტის შედეგია.
მისი თქმით, "NTV +" რუსული პროპაგანდისტული მანქანის მთავარი ინსტრუმენტია და ამ ტიპის არხების შემოსვლა ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.
„მათ სამიზნეში ჰქონდათ ამოღებული მილიონამდე ქართული ოჯახი იმისთვის, რომ განეხორციელებინათ თავიანთი პროპაგანდისტული საქმიანობა საქართველოში. საოცარია, მაგრამ მათ მოიპოვეს მარეგულირებლისგან ავტორიზაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი პროტესტის შედეგად გაუქმდა. "NTV +" წარმოადგენს რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ერთერთ მთავარ საცეცს და მათი საქართველოში შემოშვება პირდაპირ კონფლიქტშია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან, “ - განაცხადა ნიკა რურუამ.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "NTV +"-ს ავტორიზაცია შეუჩერა. კომისიის ცნობით, ავტორიზაციის შეჩერება რუსულმა სახელმწიფო ტელეოპერატორმა თავად ითხოვა, თუმცა მიზეზები არ კონკრეტდება.