20 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
თუ ჩათვლის პარტია, რომ არ არის სოფო კილაძე საჭირო, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი არ მექნება - სოფო კილაძე დაანონსებულ ცვლილებებზე

"ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს ამცირებს - მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ, ვინ დარჩება პოლიტსაბჭოს წევრად.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი, სოფო კილაძე აღნიშნავს, რომ პარტიაში ცვლილებები, ისევ და ისევ, მმართველი გუნდის სასიკეთოდ ხდება. 

„რაც შემეხება მე, კონკრეტულად, რა თქმა უნდა, როდესაც საჭირო არის და სადაც საჭირო არის იქ უნდა ვიყო და თუ ჩათვლის პარტია, რომ არ არის სოფო კილაძე საჭირო, რა თქმა უნდა, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი არ მექნება,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ პარტიის მენეჯმენტშიც იგეგმება ცვლილებები.

„გარკვეული გადახალისება, მათ შორის, პოლიტსაბჭოშიც იქნება. მენეჯმენტის თვალსაზრისით შეიძლება იყოს გარკვეული ცვლილებებიც, დელეგირების საკითხებზეც შეიძლება იყოს საუბარი და ბუნებრივია, ეს სამუშაო პროცესი საზოგადოებისთვის დეტალურად იქნება ცნობილი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

პარტიაში ცვლილებების შესახებ კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მომავალი კვირიდან გაიმართება.

დღის ამბები