მაიკ პომპეო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩავიდა.
მან პირველი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან გამართა, მოგვიანებით კი ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს დაესწრება.
მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად დღეს შეუდგა.
ცენტრალური დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ამ თანამდებობაზე სენატმა დაამტკიცა.
დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ კანდიდატს 57-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 42 კი წინააღმდეგი იყო. ახალ თანამდებობაზე მაიკ პომპეო რუსეთის შეკავების პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს.
ბრიუსელის შემდეგ ახლად დანიშნული მინისტრი ისრაელში, საუდის არაბეთსა და იორდანიაში გამგზავრებას გეგმავს.