20 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
ე.წ. ტელეკომპანია "იმედი" საქმე - მურთაზ ზოდელავა პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ყოფილი მთავარი პროკურორი, მურთაზ ზოდელავა პროკურატურაში მივიდა. მურთაზ ზოდელავას ტელეკომპანია "იმედის" საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხავენ.

ზოდელავა პროკურატურაში დაბარებას სამეგრელოში მის პარტიულ აქტივობას უკავშირებს და ამბობს, რომ გამოკითხვის უკან პოლიტიკური მოტივები დგას.

მისივე თქმით, ე.წ. ტელეკომპანია "იმედის" საქმესთან მას არანაირი შემხებლობა არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ტელე "იმედის" საქმეზე პროკურატურამ ორი დღის წინ დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი სოდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ერეკლე კოდუას.

დღის ამბები