20 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
ნატოს შტაბ-ბინა მინისტერიალს ბოლოჯერ მასპინძლობს

ნატოს შტაბ-ბინა მინისტერიალს ბოლოჯერ მასპინძლობს. ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსი ფუნქციონირებას ზაფხულიდან ახალ კომპლექსში გააგრძელებს.

დღევანდელ შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს შეაფასებენ და ახლო აღმოსავლეთში არსებულ გამოწვევებზეც იმსჯელებენ.

მინისტრები ასევე, ისაუბრებენ ავღანეთზე, სირიაზე და უსაფრთხოების საკითხებზე. ბრიუსელში, პირველად ოფიციალური ვიზიტით არის ჩასული აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივანი, მაიკლ პომპეო. ის უკვე შეხვდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანს, იენს სტოლტენბერგს და მინისტერიალს ესწრება.

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომაზე სიტყვით იენს სტოლტენბერგმა მიმართა.

„მივესალმები მინისტრებს. ეს იქნება ბოლო სესია, რომელიც ამ შტაბბინაში გაიმართება. განვიხილავთ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებულ ვითარებას. ასევე ჩვენს ძალისხმევას სტაბილურობისა და ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით. ვაგრძელებთ ერაყში ახალ მისიისთვის მომზადებას, რომლის დაწყების შესახებაც ივლისში ნატოს სამიტზე გამოცხადდება. განვიხილავთ თანამშრომლობის დეტალებს რეგიონულ პარტნიორებთან. ასევე ვისაუბრებთ ნატოსა და ევროკავშირის ერთობლივ მუშაობაზე სტაბილურობის გასაძლიერებლად ჩვენს სამხრეთ საზღვრებთან,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დღის მეორე ნახევარში მინისტერიალზე საუბარი იქნება ღია კარის პოლიტიკაზე და ასევე, ასპირანტი ქვეყნების პროგრესზე, მათ შორის, საქართველოზე.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ მაისში ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისია ელჩების დონეზე. დღევანდელ მინისტერიალს ქართული მხარე არ ესწრება. 

დღის ამბები