კორუფცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე - ასე აფასებენ ინტერპარტიული ჯგუფის წევრები პარტიების დაფინანსების შესახებ რეგულაციებს.
ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტს მიმართავენ კანონპროექტს ვეტო დაადოს. მიმართვას ხელს 19 პოლიტიკური პარტია აწერს.
„19 პარტიის მიერ არის ხელმოწერილი, აქედან 15 კვალიფიციური სუბიექტია, რომლებიც ვითხოვთ, რომ პრეზიდენტმა ამ უსამართლო კანონს დაადოს ვეტო. ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მან სამართლიანობა უნდა დაადგინოს პარტიათა დაფინანსების წესში და ერთკაციან პარტიებს არ უნდა მიეცეს დაფინანსებაო, საკუთარ ერთკაციან პარტიებს საკმაოდ მსუყე დაფინანსებას უსაზღვრავს კანონით,“-განაცხადა ”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ.