„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემცირებაზე განსხვავებული შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია იმედოვნებს, რომ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დაიცავს ბალანს და ვიწრო ჯგუფის ინტერესებს არ გაატარებს. ქანთარია ფიქრობს, რომ ის პოლიტსაბჭოში დარჩება.
„დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინა აქ აუცილებლად დაიცავს ბალანსს და ეს არ იქნება ერთი ვიწრო ჯგუფის პოლიტსაბჭო. ეს იქნება სხვადასხვა აზრების მქონემ, მაგრამ ერთიანი მიზნისკენ მიმავალი ხალხის პოლიტსაბჭო.
მე მგონი მე დავრჩები პოლიტსაბჭოში , იმედი მაქვს. ვნახოთ, ჯერ არ ყოფილა ამაზე საუბარი, მაგრამ არსებულ მდგომარეობას თუ გადავხედავთ და თუ ეს უნდა იყოს არა ვიწრო, არამედ სხვადასხვა აზრის, მაგრამ ერთი მიზნისკენ მიმავალი ასეთ შემთხვევაში მე საჭიროებას ვხედავ“- აცხადებს ქანთარია.