„ფეხბურთის გუნდს, რაც არ უნდა წარმატებული იყოს, ყოველთვის სჭირდება განახლება, სჭირდება ახალი სახეებიც და ძველი გამოცდილებაც და ოპტიმალურად უნდა იყოს ეს შეზავებული და დარწმუნებული ვარ, ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს „ქართული ოცნება“ - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა გააკეთა.
ძიძიგურის თქმით, მმართველ პარტიაზე ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება პოზიტიურად აისახება.
„რაც შეეხება მეორედ მოსვლას და ა.შ. საკითხს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ განიხილავდა და წასვლის დროს არ აპირებდა, დავუშვათ, უკან დაბრუნებას, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს უდაო ჭეშმარიტებას, რომ ბიძინა ივანიშვილმაც კი არასდროს არ უნდა თქვას არასოდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკაში არასოდეს თქმა ეს არის პირობითი ნათქვამი და არა ფუნდამენტური,“ - განაცხადა ძიძიგურმა.