20 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
როცა ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის მთავარი სახე ვფიქრობ, ჩრდილში ყოფნაც დიდი პატივია - ჭიჭინაძე

„როცა ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის მთავარი სახე და თავმჯდომარე, მე ვფიქრობ, ჩრდილში ყოფნაც დიდი პატივია,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გააკეთა.

დავით ჭიჭინაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რანგში დაბრუნდება, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე „ჩრდილში გადავლენ“.

„საერთოდ წესია ასეთი, რომ ვისი გაშლილი სუფრაც არის იმის გვერდზე უნდა დაჯდე და არა მასპინძლად გამოჩნდე იქ. ხომ არის ხანდახან მზე შემაწუხებელია და ჩრდილში გადადის ადამიანი ამიტომ, ესეც სარგებლის მომცემია,“  - განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტია "ქართულ ოცნებას" უხელმძღვანელებს. ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ ყრილობაზე აირჩევენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები