ოპოზიცია ეროვნული ბანკის რეგულაციებს მიუღებლად მიიჩნევს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ცვლილება დაბალშემოსავლიან მოსახლეობას კიდევ უფრო რთულ პირობებში ჩააყენებს და მათ შესაძლოა კრედიტი ვეღარ აიღონ.
„კრედიტს ვეღარ აიღებს დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა, მათ შორის, პედაგოგები, მათ შორის, თვითდასაქმებაში მყოფი მოსახლეობა, ვისაც საბანკო ანგარიშით არ ეძლევა, ბუნებრივია, ხელფასი. ვინ იხეირებს ამით? იხეირებს ისევ კერძო მევახშე, რომელიც ერთგვარ შუამავლის როლს შეასრულებს ბანკსა და მოქალაქეს შორის და კიდევ უფრო გაუძვირდება ჩვენს მოქალაქეს კრედიტი,“ - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობა“ რეგულაციების გაუქმებას ითხოვს.