20 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
"არ ვიცი კონფიგურაცია როგორ იქნება პოლიტიკურ საბჭოში..." - ვოლსკი კვირიკაშვილის პოლიტსაბჭოში შეყვანას მხარს უჭერს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში ცვლილებების დაანონსების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები იმ მოლოდინზე საუბრობენ, რომელიც მათი აზრით, ცვლილებებმა უნდა მოიტანოს.

მსჯელობის საგანია ისიც იქნება თუ არა მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში.

საპარლამენტო უმრავლესობის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი ფიქრობს, რომ კვირიკაშვილს პარტიის ახალი თავმჯდომარე პოლიტსაბჭოში შეიყვანს.

„ვერ გეტყვით, მე მგონი უნდა იყოს. ის არის სამეურნეო ხელმძღვანელი, რომელიც საკმაოდ ამბიციურ გეგმებს ისახავს ამ გეგმების რეალიზაცია არის მთელი მთავრობის ამოცანა სადაც საკვანძო როლს შეასრულებს პრემიერ მინისტრი, მე ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი უნდა იყოს პოლიტსაბჭოში, თუმცა ვიმეორებ, რომ არ ვიცი კონფიგურაცია როგორ იქნება პოლიტიკურ საბჭოში... რაოდენობრივადაც უფრო მოქნილი უნდა იყოს“- აცხადებს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტია "ქართულ ოცნებას" უხელმძღვანელებს. ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ ყრილობაზე აირჩევენ.

დღის ამბები