საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
თალაკვაძე ამბობს, რომ კონსულტაციები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, უკვე არსებობს გადაწყვეტილებებიც, თუმცა ის დეტალებზე წინასწარ ვერ საუბრობს. თალაკვაძის თქმით, "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს პარტიის ახალ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ახალი რეფორმები დაიწყოს.
„პარტიაში თვისობრივად გაძლიერდება პოლიტიკის შემუშავების პროცესი.
პოლიტსაბჭო ძალიან აქტიურად დაეხმარება პარტიის თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს პარტიის ახალი რეფორმების განხორციელებაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, სწორედ ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება სათავეში ჩვენს პარტიაში რეფორმების ახალ ტალღას“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.