ხონში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ, თავისი არჩევანი უკვე გააკეთა. მან ხმა ხონში, N3 საარჩევო უბანზე მისცა.
ხმის მიცემის შემდეგ მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღეს მმართველი პარტია დამარცხდება.
„დღეს ვანელები და ხონელები პირველ „წითელ ბარათს“ მისცემენ ქართულ ოცნებას. ქართული ოცნება დამარცხდება, რადგან მან მოატყუა ამომრჩეველი. უპატრონოდ დატოვა რეგიონები და მოსახლეობა. ვართ ძალიან მხნედ, რადგან გამარჯვებას წინ არაფერი უდგას, რადგან ვლიდერობთ და შესაბამისად მოვემზადებით, რადგან ის გეგმა, რაც გვაქვს, შევასრულოთ. ეს არის ვიბრძოლოთ უკეთესი ვანისა და ხონისთვის, გავაზრდევინით ხელისუფლებას პენსიები, სოციალური დახმარება, ამავდროულად გავაკეთოთ სოფლის პროგრამა, ადამიანებს ჰქონდეთ შემოსავალი და განვავითაროთ ტურიზმი," - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.