შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა.
შენობის და ინფრასტრუქტურის განახლების პროცესში სახალხო დამცველის რეკომენდაციები გაითვალისწინეს.
ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორი მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა.