20 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
სულხან-საბა, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ 350 წლის მერე ტანძიაში მივიდოდა გზირი მაოხრებელი ივანიშვილის გვარით - შალვა ნათელაშვილი

ტანძიაში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი არ წყდება. უკვე მე-19 დღეა, სოფელში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა, დღემდე მათთან არავინ მისულა.

ტანძიის მცხოვრებლები სოფლის ტყეში ხეების გაკაფვასა და იქ RMG GOLD-ის მიერ ახალი კარიერის მოწყობას აპროტესტებენ.

რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებთან ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჩავიდა.

„ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, თითოეული პატრიოტი ადამიანი ამათ გვერდზე უნდა დადგეს. ტანძიელების გამარჯვება საერთო, ქართული, ეროვნული გამარჯვება იქნება მტერზე, დამპყრობელზე. ალბათ, ვერ წარმოიდგენდა აქ დაბადებული სულხან-საბა ორბელიანი, როდესაც წერდა „მაოხრებელ გზირს“, რომ მოვიდოდა 350 წლის მერე მის სოფელში, ტანძიაში გზირი მაოხრებელი, ივანიშვილის გვარით, რომელიც იავარქმნიდა აქაურობას, ჩვენ ეს არ უნდა ვაპატიოთ,“ - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები