ამ ეტაპზე ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში არც დარღვევები დაფიქსირებულა და არც საჩივარი დაწერილა.
ამის შესახებ განცხადება ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძებ, კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, საკონტროლო ფურცლის გარეშე ხმის მიცემა არ მომხდარა.
„რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციამ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ საარჩევნო კომისია მოქმედებდა კანონის შესაბამისად. კერძოდ, ვიდრე პირველი ამომრჩეველი შეავსებდა საკონტროლო ფურცელს, რიგში მყოფმა დანარჩენმა მოქალაქეებმა გამოთქვეს ხმის მიცემის სურვილი. კანონმდებლობის შესაბამისად, პირველი ამომრჩევლის მიერ საკონტროლო ფურცლის შევსების პროცესში კომისიამ დანარჩენ მოქალაქეებს სთხოვა მოცდა. მას შემდეგ, რაც შეივსო საკონტროლო ფურცელი და პირველმა მოქალაქემ განახორციელა ხმის მიცემა, ამის შემდეგ სხვა ამომრჩევლებს მიეცათ ხმის მიცემის შესაძლებლობა,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური
არჩევნები მიმდინარეობს.