20 ნოემბერი 2024,   09:18
ვრცლად
ამ დროისთვის ხონსა და ვანში ამომრჩეველთა აქტივობა 24%-ზე მეტია

ვანსა და ხონში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ხონსა და ვანში ამომრჩეველთა აქტივობა 24 პროცენტზე მეტია.

ამ დროისთვის ვანსა და ხონში დარღვევებთან დაკავშირებით არცერთი საჩივარი არ შესულა. განახლებულ მონაცემებს საოლქო საარჩევნო კომისია, დაახლოებით, ერთ საათში გაასაჯაროებს.

ხონის #55 საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი, სოფიკო ქარქაშაძე, აღნიშნავს, რომ არჩევნები უბნებზე დარღვევები არ დაფიქსირებულა და იმედოვნებს, რომ უფრო მეტი ამომრჩეველი მივა.

ამომრჩევლების თქმით, რეგიონში პრობლემები საკმაოდ ბევრია. ისინი აცხადებენ, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მცირეა და სოციალური მდგომარეობა მძიმეა.

დღის ამბები