20 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
არანაირი ისეთი რამ არ დაფიქსირებულა, რამაც შეიძლება, ძალიან მცირე დოზითაც კი ხელი შეუშალოს შედეგებს - დავით მათიკაშვილი

„არანაირი ისეთი რამ არ დაფიქსირებულა, რამაც შეიძლება, ძალიან მცირე დოზითაც კი ხელი შეუშალოს შედეგებს საარჩევნო პროცესის,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი, ვანსა და ხონში მიმდინარე საარჩევნო პროცესს.

დავით მათიკაშვილის თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია.

„რეალურად, ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს მართლაც. მე ვისურვებ, რომ ეს ასე გაგრძელდეს და ასე გაგრძელდება, არის აქტიურობა საკმაოდ მაღალი,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ვანსა და ხონში მაჟორიტარ კანდიდატს ირჩევენ. 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის 6 კანდიდატი იბრძვის. 

დღის ამბები