„პრემიერი არის ნამდვილი პატრიოტი, ადამიანი, რომელიც ქართულ, ჩვენს ეროვნულ ღირებულებებს უჭერს მხარს,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, ბელარუსის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის საპასუხოდ გააკეთა.
ბელარუსის პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილი რუს ადამიანს შეადარა. არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.
„იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბუნებრივია, მას ვერავინ ვერ დასდებს ბრალს, რომ რაღაც ტიპის განცხადებები როდესმე აქვს გაკეთებული ამ ღირებულებების წინააღმდეგ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.