20 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება

სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება.

გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებმა მდუმარე აქცია გამართეს პარლამენტთან და სახელმწიფო პოლიტიკა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები საგანგაშო სტატისტიკაზე საუბრობენ და შრომის უსაფრთხოების დაცვისთვის რეგულაციების გამკაცრებაზე საუბრობენ.

„დროა, რომ ძალიან ყურადღებით მოუსმინონ პროფკავშირებს იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციას აქვს გამოცდილება, ამ ორგანიზაციას ჰყავს მეგობრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ზუსტად ვიცით, რა არის საჭირო, რომ შრომა ამ ქვეყანაში იყოს უსაფრთხო, ვითარდებოდეს ეკონომიკა და არ უბედურდებოდეს ოჯახები,“ - განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა.

ჟურნალისტი, უფლებადამცველი ლაშა მესხი აცხადებს, რომ მათ პრეზიდენტს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რეზიდენციაში დროშის დაშვების თხოვნით მიმართეს, თუმცა, გიორგი მარგველაშვილი ამ ინიციატივას არ გამოეხმაურა.

„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სახელმწიფოსთვის ადამიანის სიცოცხლე, მშრომელის სიცოცხლე არ არის ფასეული და ეს მწარე რეალობა უნდა შეიცვალოს,“ - განაცხადა ლაშა მესხმა.

 

დღის ამბები