ცვლილებები ქართულ ოცნებაში - თბილისის მერის, კახა კალაძის, განცხადებით, პოლიტსაბჭოზე გახდება ცნობილი, ვის მოუწევს დატოვება. თბილისის მერის თქმით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი.
„პოლიტსაბჭოს შეკრებასთან დაკავშირებით მე არაფერი მოლოდინი მაქვს, ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში გაიმართება. თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით, თანამდებობები როგორ განაწილდება პარტიაში, ამას ყრილობაზე აუცილებლად გაიგებთ,“ - განაცხადა კალაძემ.