დარღვევები გადასატან ყუთთან დაკავშირებით - საიას განცხადებას ცესკოში პასუხობენ.
„იმ შემთხვევაში თუ გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება სამ პროცენტს, ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაში დამსწრეთა ორი-მესამედით,“ - განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.
საარჩევნო ადმინისტრაციის ამომრჩეველთა აქტივობის მხრივ 5 საათისთვის არსებული მონაცემებიც შეაჯამეს.
ვანსა და ხონში საარჩევნო პროცესს 700-ზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი აკვირდება. იქ იმყოფებიან საერთაშორისო დამკვირვებლები. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც დღევანდელ არჩევნებზე მომხდარი დარღვევებია ასახული.
სულხან სალაძე აცხადებს, რომ გადასატანი ყუთი ამჟამინდელ არჩევნებზე დაშვებულზე მეტ ამომრჩეველს დასჭირდა.