სომხეთის მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არ დაასახელებს. გადაწყვეტილება სერჟ სარქისიანმა და პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ერთობლივ შეხვედრაზე მიიღეს. "რესპუბლიკურ პარტიაში" განმარტავენ, რომ შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად, ეს საუკეთესო გამოსავალია. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურების წარდგენაზე უარი თქვეს სხვა საპარლამენტო პარტიებმაც. სამმა პოლიტიკურმა ძალამ ნიკოლ პანიშიანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ამჟამად, არსებული მონაცემებით, პირველ მაისს პარლამენტში დანიშნულ არჩევნებზე ნიკოლ პაშინიანი პრემიერობის ერთადერთი კიანდიდატია. თავად ოპოზიციის ლიდერმა კი რეგიონებში მოგზაურობის შემდეგ, შეხვედრა სერჟ სარქისიანთან და ქვეყის პრეზიდენტთან გამართა. პაშინიანმა დღეს მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსა და მხარდამჭერებს ერევნის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდა.