20 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
ოლიგარქების მმართველობა დიდხანს არ გაგრძელდება - მიხეილ სააკაშვილი

ოლიგარქების მმართველობა დიდხანს არ გაგრძელდება - განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, ტელეკომპანია "ალ-ჯაზირასთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას ხელოვნურად შექმნილი უწოდა და რეგიონში ცვლილებები დაანონსა.

მიხეილ სააკაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდის შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ შეცდომების მიუხედავდ, მან კარგი მემკვიდრეობა დატოვა.

„ვფიქრობ მთელი რეგიონი მალე შეიცვლება. ოლიგარქების ძალაუფლებაში ყოფნა დიდხანს ვერ გაგრძელდება. ახლანდელი ვითარება როდესაც ისინი უძღვებიან წარმოდგენას და გვერდზე ტოვებენ ხალხის ინტერესებსა და დემოკრატიას, ძალზე ხელოვნურია. და ეს ადამიანები დამარცხდებიან. ტრანზიციის პროცესი რთული იქნება, თუმცა ასე გაგრძელდება უკვე შეუძლებელია. მე შესაძლოა ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ მსოფლიოში რომელიც 2-რ სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს ხელმძღვანელობს. ჩვენ დავიწყეთ კამპანია და უკვე გამოვედით რამდენიმე ინიციატივით. მე არ ვარ ვდგავარ ადგილზე და არ ველოდები სასურველი მომენტის დადგომას. მე ვცდილობ ეს მომენტი მოვაახლოვო.
საქართველოში ჩემმა რეფორმებმა უფრო დიდხანს გაძლო ვიდრე ჩემმა პრეზიდენტობამ. საზოგადოებრივი სერვისები, კორუფციის დამარცხება, უსაფრთხოება - მე კარგი მემკვიდრეობა დავტოვე და ჩვენ წარმატების მიღწევის გამოცდილებით ვბრუნდებით,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები