20 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
ქვეყნის საგარეო კურსი, თავდაცვა, ხელისუფლება, კორუფცია, პარტიების მხარდაჭერა და მედია გარემო - NDI კვლევის შედეგებს წარადგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენს.

გასაჯაროვდება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, თავდაცვასთან, ხელისუფლებისა და ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებასთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებები.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი კითხვა ეხება იმასაც თუ რომელ მედია საშუალებას უფრო ენდობა მოსახლეობა.

კვლევა 20 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 2 ათასზე მეტი მოქალაქე გამოიკითხა.

„ეს კვლევა მოიცავს საინფორმაციო პროპაგანდას, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას, მოქალაქეების დამოკიდებულებას სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. ჩვენ ვკითხეთ ხალხს თუ რომელი პარტიაა მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს და ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ  რომ არჩევნები ტარდებოდეს. ჩვენ ასევე გვქონდა კითხვები, რომლებიც ამ კვლევის ფარგლებში არასდროს დაგვისვამს. მათ შორის მედიის, კორუფციისა და კრიმინალის შესახებ. მოსახლეობამ შეაფასა, რომელიც მედია საშუალებაა მათთვის ყველაზე სანდო, გაიზარდა თუ არა კრიმინალი და არის თუ არა კორუფცია სახელმწიფო ინსტიტუტებში. შედეგები ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა,“-განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ტორნტონმა. 

დღის ამბები