NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო ამდენივე პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ მხრივ არაფერი იცვლება.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.