20 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა 63% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს ეკონომიკას გააუმჯობესებს - NDI

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 75 პროცენტისთვის მისაღებია.

აღნიშნული მოსახლეობის 63% კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს ეკონომიკას გააუმჯობესებს. 

ევროკავშირის წევრობა ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტად 31 პროცენტს მიაჩნია. ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა 19% კი მიიჩნევს, რომ ეს გააძლიერებს დემოკრატიის განვითარებას, ხოლო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლების უზრუნველყოფას 17 პროცენტი ხედავს.

გამოკითხულთა 16 % ევროკავშირში წევრობით, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ხედავს. 11% კი ევროკავშირში გაწევრიანებით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობას ხედავს.

გამოკითხული მოსახლეობის ი ნაწილის უმრავლესობა, ვისთვისაც ევროკავშირში გაწევრიანება არ არის მისაღები ფიქრობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რუსეთთან კონფლიქტს წარმოშობს.

გამოკითხული მოსახლეობის 15%-ისთვის მიუღებელია მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. აღნიშნული მოსახლეობის 23%-ს რუსეთთან ახლო ურთიერთობა ურჩევია.

დღის ამბები