როგორ შეაფასებდით თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობას - NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, თბილისში გამოკითხულთა 38% დედაქალაქის მერის საქმიანობას კარგად, 15 პროცენტი ძალიან კარგად, ხოლო 31 % საშუალოდ აფასებს.
თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 7 პროცენტი მერის საქმიანობას ცუდად აფასებს, ხოლო ძალიან ცუდად - 5 პროცენტი.
კითხვაზე გამოკითხულთა 4 პროცენტმა დააფიქსირა პასუხი "არ ვიცი".
"ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.