საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის დებატებში მიწვევას, საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს დებატების გამართვას მიესალმება.
რომან გოცირიძის თქმით, 6 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა დებატებზე თანახმაა.
გოცირიძე თვლის, რომ მმართველი გუნდი დებატებით პრეზიდენტზე კრიტიკული შტურმის განხორციელებას გეგმავს.
„ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც უმრავლესობა ითხოვს პრეზიდენტის მოხსენებასთან ერთად იყოს პოლიტიკური დებატები. უმრავლესობას არასდროს ეს არ აწყობდა, იმიტომ, რომ ამ მოხსენებით, ფაქტობრივად, ირიბად ვლინდება ხელისუფლების წარუმატებელი მუშაობა და დებატებისას მათთვის იქმნებოდა არაკომფორტული გარემო, ახლა მათ, როგორც ჩანს გადაწყვიტეს მარგველაშვილის ჩაქოლვა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის ფრაქცია დებატების გამართვის ინიციატივას მიესალმება „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანიც.
„ეს დებატები უნდა იყოს, წლების განმავლობაში მოვითხოვდით და ახლა, პირველად თუ დათანხმდნენ ამას, არის ნორმალური,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს დებატებში იწვევს - 2 მაისს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა, სავარაუდოდ, ცხარე დებატებისა და პოლიტიკური განცხადებების ფონზე ჩაივლის.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოთხშაბათს, პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის წლიური გამოსვლის შემდეგ აუცილებლად უნდა გაიმართოს.