თბილისის მეტროპოლიტენში დასაქმებულები ანაზღაურების მომატებას ითხოვენ. მეტროს თანამშრომლები და ალტერნატიული პროფკავშირების „ერთობა 2013“ საათობრივი ანაზღაურების 7-დან 10 ლარამდე ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 3 მაისიდან გაფიცვას აანონსებენ.
არჩილ ლაბაძე აცხადებს, რომ მერიაში მეტროპოლიტენში დასაქმებულებისთვის ხელფასების ზრდას, ჯერჯერობით, არ გეგმავენ.
„დრეს ვართ ზუსტად შეკრებილები იმ მიზნით, რომ ბრიფინგის საშუალებით მოხდეს ამის გაცხადება, როგორც კომპანიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის, რომ სამი დღის ადრე ვაანონსებთ ზუსტად იმ დღეს, როდესაც მეტრო შეწყვეტს ფუნქციონირებას,“ - განაცხადა მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირის "ერთობა 2013-ის" წარმომადგენელმა, არჩილ ლაბაძემ.
აღსანიშნავია, რომ მეტროს თანამშრომლები დიდი ხანია მოლაპარკებებს აწარმოებენ დედაქალაქის მერიასთან და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, თუმცა უშედეგოდ.
თბილისის მერი, კახი კალაძე აცხადებს, რომ გაფიცვის მიუხედავად მეტროპოლიტენი არ შეწყვეტს ფუნქციონირებას.
„1300-1400 ლარი, ეს შეიძლება არ იყოს დიდი ხელფასი, თუმცა, ჩვენ გვყავს ადამიანები, ვისაც არანაკლებ პასუხისმგებლობა აქვს სხვადასხვა საქმიანობაზე და მუშაობაზე, რომლებიც იღებენ 700-800-400 ლარს. ნამდვილად გულდასაწყვეტია ეს მიდგომები, რა თქმა უნდა, პატარა ნაწილისგან იქნა ეს გაჟღერებული, მაგრამ გულდასაწყვეტია მაინც,“ – განაცხადა კალაძემ.