20 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
ნატოს სამიტის წინ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია - ქეთევან ციხელაშვილი

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის ერთ-ერთ მთავარი თემა ჰიბრიდული ომის საფრთხეები და რუსული პროპაგანდაა. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი შეხვედრის შესახებ აცხადებს, რომ ნატოს სამიტის წინ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატში და ნატოს სამიტის წინ, რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უფრო განვიხილავთ ისეთ თემებს, რომელიც არის ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი საკითხი, მათ შორის დეზინფორმაცია და პროპაგანდა, რასთანაც გამკლავება უწევს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ძალიან ბევრ ქვეყანას. ჩვენ, ამ შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრებთ ზოგადად სახელმწიფო სტრატეგიაზე, რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საწინააღმდეგოდ, ასევე სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზე,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური დავალებათა ელჩი ჰიბრიდული საფრთხეები საკითხებში საქართველოს მთავრობას ურჩევს  ჰქონდეს კოორდინირებული, შეთანხმებული მუშაობის გეგმა.

„რუსეთს თავდაცვის კოორდინირებული მიდგომა აქვს, ამიტომ ჩვენი პასუხიც კოორდინირებული უნდა იყოს. რუსეთს კარგად გამოსდის, ჩვენი დემოკრატიების სისუსტეების გამოყენება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, ამიტომაა აუცილებელი გვქონდეს მკაფიო სტრატეგია,“ - განაცხადა ეიტვიდას ბაიარუნასმა.

დღის ამბები