20 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
ქართველი ძიუდოისტების მარცხი - ზურაბ ზვიადაურის კრიტიკას შოთა ხაბარელიც იზიარებს

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად ზვიადაურის განცხადებას ეხმაურება.  შოთა ხაბარელი თვლის, რომ ზურაბ ზვიადაურს ჰქონდა ინფორმაცია ნაკრებში არსებულ სიტუაციაზე და განცხადება ამის შემდეგ გააკეთა.

ხაბარელი დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება შეხვედრა ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან, სამწვრთნელო შტაბთან და თავად სპორტსმენებთანაც. მსგავსი რეაქცია კი საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატიდან მედლების გარეშე დაბრუნებამ გამოიწვია. რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად მოხდა.

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი "კურიერთან" არ უარყოფს, რომ შედეგი მართლაც კატასტროფულია. ისრაელში წარუმატებელი გამოსვლის გამო კი ფედერაციის პრეზიდენტი, დავით ქევხიშვილი ზურაბ ზვიადაურმა გააკრიტიკა და ის ქართული ძიუდოს განადგურებაში დაადანაშაულა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები