20 ნოემბერი 2024,   09:20
ვრცლად
სომხეთში ხვალ პრემიერის ირჩევენ - ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურას ბლოკი "ცარუკიანი" მხარს ერთხმად დაუჭერს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურს ბლოკი "ცარუკიანი" მხარს ერთხმად დაუჭერს. საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ფრაქციის წევრებს დღეს პარლამენტში შეხვდა.

ბლოკი "ცარუკიანი" 31 დეპუტატს აერთიანებს. მანამდე ფრაქცია "ელკმა" ნიკოლ პაშინიანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა.

არჩევნები კი საკანონმდებლო ორგანოში ხვალ გაიმართება. პაშინიანის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში სომხეთში კანონიერება დამყარდება.

დღეს 17:00 საათზე ერევნის ცენტრალური მოედნის მიმართულებით მსვლელობაც გაიმართება, რომლის დროსაც ოპოზიციის ლიდერი მომხრეებს საბოლოო პოლიტიკურ გეგმას გააცნობს.

დღის ამბები