21 დეკემბერი 2024,   16:31
ვრცლად
სოფელ ცეცხლაურში ადგილობრივებმა ასწლოვანი ევკალიპტის მოჭრა გააპროტესტეს

სოფელ ცეცხლაურში ადგილობრივებმა ასწლოვანი ევკალიპტის მოჭრა გააპროტესტეს. მოსახლეობის ინფორმაციით, ჯანსაღი ხე მხოლოდ იმიტომ მოჭრეს, რომ ის შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე გადასატანი ხეების ტრანსპორტირებას ხელს უშლიდა.

ადგილობრივების განცხადებით, კომპანია, რომელიც ხეების ტრანსპორტირებას ახორციელებს, დღეს სოფელ ცეცხლაურში ათეულობით ასწლოვანი ევკალიპტის მოჭრასაც გეგმავდა, თუმცა მათ ამის საშუალება მოსახლეობამ არ მისცა.

წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს. ქობულეთის სხვადასხვა სოფლიდან შეკვეთილში ივანიშვილის აგარაკზე 15-მდე ხის გადატანა იგეგმება.

ხეების ტრანსპორტირება სწორედ იმ გზით უნდა მოხდეს, სადაც დღეს ასწლოვანი ევკალიპტი მოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ადგილობრივ ხელისუფლებაში არ აკეთებენ.

დღის ამბები