30 დეკემბერი 2024,   18:42
ვრცლად
ჩვენ ვიცით, რომ თუ ჩვენი მეზობლები ძლიერები არიან, ჩვენ უფრო დაცულები ვართ - ექსკლუზიური ინტერვიუ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან

„მე დარწმუნებული ვარ, ბრუსელის სამიტზე საქართველო პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული,“ - ეს განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ სახალხო დიპლომატიის საკითხებში, თაჯან ილდემმა „კურიერთან“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

თაჯან ილდემი აცხადებს, რომ ივლისში, ნატო-ს სამიტზე შეიარღებული ძალების გაძლიერებაზე იმსჯელებენ. მან ასევე, აღნიშნა, რომ სამიტზე სამეზობლოში სტაბილურობასაც განიხილავენ.

„სამიტზე 2014 წლის შემდეგ ადაპტაციის პროცესი იქნება ლიდერების განხილვის თემა, შეკავებისა და თავადაცვის ზომები, უკეთესი მზაობა და შეიარღებული ძალების გაძლიერება. მეორე საკითხი იქნება სტაბილურობა ჩვენს საზღვრებს მიღმა სამეზობლოში, რადგან ჩვენ ვიცით, რომ თუ ჩვენი მეზობლები ძლიერები არიან, ჩვენ უფრო დაცულები ვართ,“ - აცხადებს ილდემი.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ სახალხო დიპლომატიის საკითხებში აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-სთვის ღირებული პარტნიორია.

„ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, როცა ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. ალიანსის წევრები აღიარებენ აქამდე მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით იმისთვის, რომ საქართველო მზად იყოს ნატო-ს წევრობისთვის და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეფორმების გაგრძელებას. ასევე, შავი ზღვა ჩვენი ყურადღების არეალში ექცევა, საქართველო კი შეუძლია ბევრის შეთავაზება შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის შეფასებისთის,“ - განაცხადა თაჯან ილდემმა.

ილდემი საქართველოში ბრიუსელის საგარეო საქმეთა მინისტერიალიდან ჩამოვიდა.

დღის ამბები