21 დეკემბერი 2024,   15:50
ვრცლად
"ენმ" „ქართული ოცნების“ ქობულეთის საკრებულოს დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ვაჟა შავიშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის წარმოებას ითხოვენ.

როგორც ბათუმის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა მირდატ ქამადაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გვიან ღამით ციხისძირში „ქართული ოცნების“ აქტივისტები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, ბონდო თედორაძეს, ნოდარ დუმბაძესა და როინ ზოიძეს სამართალდამცავების თანდასწრებით თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მირდატ ქამადაძის თქმით, ინცინდენტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება არ დაუწყია.

 

დღის ამბები